|
ავტორი - Administrator
|
|
დუგლას უილიამ ფრეშფილდი(1845-1934) ცნობილი ინგლისელი გეოგრაფი, მთამსვლელი, მწერალი და სამართლის სპეციალისტი იყო. დიდი ტრადიციების მქონე ბრიტანული გვარის წარმომადგენელი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების და ”ალპური კლუბის” წევრი იყო. ”ალპურ კლუბს” დ. ფრეშფილდი 1893-1896 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას - 1914-1917 წლებში. დ. ფრეშფილდმა ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში, პირველად 1868 წელს, ხოლო მეორედ 1887 წელს. ორივე მოგზაურობისას იგი ეწვია მთარაჭას და სოფელ ღებს, რომლის ბუნებამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ცნობები ღებზე, ჭიორასა და გლოლაზე საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველია, აღწერილია არა მარტო მთარაჭის ბუნება, არამედ ამ სოფლების არქიტექტურა, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, მოცემულია ისტორიული ცნობებიც. დუგლას ფრეშფილდის პირველი წიგნი (”Travels in the central Caucasus and Bashan”) 1869 წელს გამოიცა ლონდონში, მეორე წიგნი კი (”The Exploration of the Caucasus”) - 1902 წელს. ”Travels in the Central Caucasus and Bashan” ”The Exploration of the Caucasus” ნაწილი 1 ნაწილი 2 |
|
ავტორი - Administrator
|
|
1963 წელს კავკასიონს მთამსვლელთა ჯგუფი ეწვია, ი. ჯიბრაევის ხელმძღვანელობით. მათი მიზანი ცენტრალური კავკასიის გაცნობა, მდ.რიონის, ბაქსანის და სხვა ხეობათა საინტერესო ადგილების ფიქსაცია და სპორტული კვალიფიკაციის ამაღლება იყო. მათ მიერ შედგენილ ანგარიშში საინტერესო ცნობებია რაჭის კავკასიონსა და ღებზე. გაგაცნობთ ტექსტის ნაწილს: |
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|