|
ავტორი - Administrator
|
|
დუგლას უილიამ ფრეშფილდი(1845-1934) ცნობილი ინგლისელი გეოგრაფი, მთამსვლელი, მწერალი და სამართლის სპეციალისტი იყო. დიდი ტრადიციების მქონე ბრიტანული გვარის წარმომადგენელი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების და ”ალპური კლუბის” წევრი იყო. ”ალპურ კლუბს” დ. ფრეშფილდი 1893-1896 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას - 1914-1917 წლებში. დ. ფრეშფილდმა ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში, პირველად 1868 წელს, ხოლო მეორედ 1887 წელს. ორივე მოგზაურობისას იგი ეწვია მთარაჭას და სოფელ ღებს, რომლის ბუნებამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ცნობები ღებზე, ჭიორასა და გლოლაზე საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველია, აღწერილია არა მარტო მთარაჭის ბუნება, არამედ ამ სოფლების არქიტექტურა, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, მოცემულია ისტორიული ცნობებიც. დუგლას ფრეშფილდის პირველი წიგნი (”Travels in the central Caucasus and Bashan”) 1869 წელს გამოიცა ლონდონში, მეორე წიგნი კი (”The Exploration of the Caucasus”) - 1902 წელს. ”Travels in the Central Caucasus and Bashan” ”The Exploration of the Caucasus” ნაწილი 1 ნაწილი 2 |
|
ავტორი - Administrator
|
|
1835 წელს კავკასიაში იმოგზაურა ცნობილმა მეცნიერმა ა.შეგრენმა. მას სურდა ოსური და ქართული ენების შესწავლა და ეთნოგრაფიული ცნობების შეგროვება. რაჭაში შეგრენი დიგორიდან გადმოვიდა და სახიფათო, მაგრამ ამასთანავე საინტერესო მოგზაურობის შესახებ ცნობებიც დაგვიტოვა. გთავაზობთ ტექსტის იმ მონაკვეთს, სადაც საუბარია ღებში ვიზიტის თაობაზე : ”26 მაისი წვიმამ გადაიღო, მაგრამ ძლიერი ნისლი კვლავ ფარავდა იქაურობას. ჩემი გამყოლები გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, ქუდები მოიხადეს, სახე ცისკენ აღმართეს და მიმართეს ვაშ ქევგის. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მღვდელი მეუბნებოდა ოსებს საკმაოდ პრიმიტიული რელიგია აქვთ. მარხულობენ როცა მოესურვებათ, ყოველგვარი წესის დაცვისა და სიმკაცრის გარეშე, ხოლო ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იცავს მარხვას. |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ინგლისელი მწერალი, მოგზაური, სამართლის სპეციალისტი და მონადირე კლაივ ფილიფს-ვული (Clive Phillipps-Wolley, 1854-1918) კავკასიას 1881 წელს ესტუმრა და ამ მოგზაურობას მიუძღვნა წიგნი ”ველური სვანეთი”, რომელშიც საინტერესო ცნობებია რაჭაზე, განსაკუთრებით კი ღებსა და გლოლაზე. ავტორი, რომელიც ხშირად უსვამს ხაზს თავის ანტისემიტურ გრძნობებს, არ გამოირჩევა მოსახლეობის ობიექტური აღწერით და ადგილობრივი მკვიდრნი წარმოდგენილი ჰყავს ველურთა სახით. მიუხედავად ამისა, წიგნი მეტად მნიშვნელოვანი წყაროა მთარაჭის სოციალურ-ეკნომიკური მდგომარეობის შესასწავლად და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერეოა, მასში გაცოცხლებულია ორი ღებელი ვაჟკაცი: ვასილი და სიმონი. |
|
|
|
|