Make sure you have at least Flash Player 7. If not,please download.
|
|
|
|
ავტორი - Administrator
|
|
”მარყალიდან(ბალყარეთი) მომავალი მეომრები დასხმიან ღებს. დიდ სოფელში ვერ შემოუბედავთ და პატარა სოფელს მიდგომიან. თითოზე თითო ყმა უშოვიათ. ამას არ დასჯერებიან და მერე დიდ სოფელშიც შემოსულან. ამ დროს კირტიშოდან მეომარ ღებელებს მოუსწრიათ, ჩასაფრებიან და მოუსპიათ მარყალები. ამბის მიმტანიც კი არ გაუშვიათ. ამაზე ლექსი მარყალურად(ბალყარულად) არის: |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
|
გლოლას რომ ოსი მოსულა, ნავაყაველი გუაო, მთას ჭირი გადმოყოლია, სოფლები დააყრუაო... საწყალი აზანიშვილი შუაზე გაუპიაო, ეს ჩოჩხაშვილი ბასილა ამ თხილვანშიდა დგასაო, ცოლ-შვილი ყველა გაუწყდა, ერთი ობოლა დარჩაო. ნაყურში რომ შემოვიდა, გაიბალახებს ცხენსაო. |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ერთ დღეს ჩვენებს და ოსებს მოსვლოდათ ჩხუბი. ისინი წამოვიდეს და უნდა ეეღოს საძღვარის ფული იმათაც. ჩვენნიც წავიდეს. გლოველ კაცს ხვდებოდა ოსი ექვსი-შვიდი. ჩვენებურნი ეუბნებიან ერთმანეთსა: — ვიჩხუბოთო, არ აქვცთებაო, — შეგროვდეს. მოვიდა ერთი ოსი და სახრე დაჰკრა ქართველს მამასახლისს. იმასა იქ შვილი ჰყავდა აბელშიკი, ლეკურის ხმარა კარქა იცოდა. იძრო შვილმა მაშთავე ლეკური და შეუტევა და, როგორც ცხვარი, დაფრთხვენ ოსები. გლოველებს კეცები ეჭირა და მისცხეს და ურტყეს აუარება ოსებს. მეჯოგეები — ცალკე იყვნეს და ყურობდეს. როცა ცოტა გლოველები ამ ამბავს შვრებოდეს, სცემეს და გაყარნეს ეს ოვსები. მეჯოგეებმა დაუკლეს საკლავები ამათ, ფულიც მისცეს და ისინი ქვე წავიდეს დაბეგვილი და ჩამოვიდეს სახში ჩვენნი, ზოგს წაართვეს ნაბდები და ქუდები. |
|
ავტორი - Administrator
|
|
ო, ლეე, ლევდა, ქართლის მინდორსა ვაკესა მწყერებს ვუგებდით მახესა. შემოგვეჩვია ქალაი, მოდის მოგვიშლის მახესა. გოგო, ნუ გვიშლი მახესა, თვარემ გაგიშობ ნარცხვენსა! თამარო ჟინჟლილოანო, ბიჭები გიჩივიანო, ალალეთს ქალი დავმარხე – იონეთს მარგლის ბოსტანსა. ჯავახეთს ერთმა ბებერმა კარები დაგვიკეტაო, შინიდგან გამოგვენახშა, თვალებიც დაუდგებაო. |
|
ავტორი - Administrator
|
|
ერთ ქალს ხავდა სამი საყვარელი. ქმარი ხავდა მოსაგებში წასული. გეიგო, იმის ცოლს საყვარლები ხყამდა. ამოვიდა და დოუდარაჯდა ცოლს. ნახა, რო სამივე საყვარლები ცეცხლს უჯდენ და ქვაბს უჯდენ და ედგათ ტანის დასაბანათ. კაცი რო მიადგა კარებზე, ქალი შეშინდა და საყვარლები ჩასვა მიწის თაროში. ამოჭრილი მიწა იყო _ ორმო. კაცი შემოვიდა სახში, რამოდენიმე ლაპარაკის შენდექ თავის დაბანა მოითხოვა კაცმა. ქალი შეწუხდა, რო სახში წყლის დაქცევა ეზარებოდა. კაცმა უთხრა, რო თაროსთან მივიტანოთ ქვაბი და იქანა დევიბანოთაო. ქალმა ვეღარაფერი ვერ უთხრა. რო მიიტანეს ქვაბი თაროსთან, კაცმა უთხრა: _ საპონი მოიტანეო! _ კაცმა იმ მოსვლაში წყალი ასწია და თაროში გოდუშვა ი დუღარე წყალი. კაცები ამოიფუფქენ, სამივე ე კაცი. ქმარი მოშორდა ცოლს. ქალი გოურიგდა ერთ მუშას, რო ქმარი მამიკვდა და დამიმარხე და ათ შაურს მოქცემაო. წევიდა მუშა, მოთხარა საფლავი, წეიღო ერთი კუბო, დამარხა. რო მოვიდა, მეორე კუბო დაახვედრა იმ ადგილზე და უთხრა, რო შენ კვდარი ვერ დაგიმარხავსო, აგერ მოვიდა ე კვდარიო. წეიღო მეორე კვდარი ა მუშამ. რო მოვიდა მესამე დაახვედრა იმ ადგილზე. და გოუწყრა: აღარ მოქცემ ფულს, თუ კიდე მოვიდაო. მუშამ წეიღო გაჯავრებით და გზაში ბუტბუტებდა-ბურტყუნებდა. ექადნებოდა _ ისეთ კდეზე გადაგაგდეფო, რო შენი ძვლები არსა იქნესაო! მიიტანა დიდ კდეზე და გადააგდო. ქვევით თათარი უდგის ცხენებს. რო გეიგონა კუბოს რიხინი, ეგონა, ქვა მოდისო და გეიქცა იქით _ არაფერი დამეცესო _ თათარი. ამას ეგონა, თუ კუბოდან გადმოვარდა კვდარი და გარბოდა _ თათარი რო გარბოდა. გამუეკიდა და ხანჯარი ეკიდა და დაჩეხა თათარი. მეოთხე კვდარი დამარხა. |
|
ავტორი - Administrator
|
|
მაღლა მთას მოდგა უცხო ფრინველი, თეთრი ფრთიანი, ბოლოწითელი. ჟღელეს ჩამოდგა დიდი ლაშქარი, ოსი და დვალი, სულა მდვალეთი, სულა მდვალეთი ფაიქომელი. ომი შეიქნა ქალაქის კარსა ცისკრისა ჟამსა, გამთენიასა, გამთენიასა, მზის ამოსვლასა. ფარვა ფარისა, ქნევა რხმალისა, ძგერა შუბისა, შუბის ნალეწი ზეცას ცვიოდა, ჩამოცვიოდა, ჩამოცვიოდა მესამე დღესა. რხმალი ორპირი სისხლში სცურავდა, მუზარადარი გორსა გორევდა, ჯაჭვი უღალსა ეშუებოდა, ეშუებოდა, ვინცა კაცია, ვინცა კაცია, ჩოხა აცვია, ჩოხა ჯაჭვისა, ქუდი ნაბდისა. ჯაფარ გაიქცა, სვეტი წაიქცა, სვეტი წაიქცა, სვეტი ოქროსი, გერგილი სძახის გაღმა ყანასა: _ ჯაფარ, ვერ მოხვალ შინა მშვიდობით, ცოლს ვერ მოუტან ლაშქრულ ამბავსა, მწვანე ქოშებსა, წითელ კაბასა, დარაიასა, სათაიასა.
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ერთი მონადირე იყო. წაიყვანა თანამტანი და წავიდენ სანადიროს. შევიდენ და ერთ კლდეზე მოკლეს ჯიხვი და წამოიტანეს და დააბინავეს ტყეში. აფხანაგს უთხრა: − პატარას წავიძინებ და ე გულ-ღვიძლი შეწვიო! − დაუწყო, და ეს დანარჩობის ნადირის ხორცი ჩამოკიდეს. ეს მონადირე ქვე ძინავს და ეს ქვე წვავს. ქვე არ დეეძინა? − და აღარაა ხორცი. − რაღათი გავაღვიძოო? − გააღვიძა. |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
ცხრანი დევნი ხარშავდენ ცხრა კამეჩს. მოვიდა ერთი ყმაწვილი და უთხრა-ყე: — გამარჯობაო! — გაგიმარჯოსო! — რა კარგი შესაწვავი მოგვემატაო! — ამ ყმაწვილმა თქვა: — მოდი და ჩემი საზრით ვუშველი თავსო! უთხრა-ყე: — თქვენზე უფრო დიდებული ქვეყანაზე არ მინახავს და ერთი მოსახსენებელი სიტყვა მაქსო: მამაჩემმაო ერთი ბუღა გაზარდაო და სოფელს შეწირაო და იმოდენა გაიზარდა, შვიდ გორაზე კუდით იგერებდა ბუზებს. მერე ერთი მეცხვარეს ცხვრები ყავდენ და ავდარი იყო და შეჯგუფული ყავდენო და იმას ყავდა ერთი დაუკოდველი ვაცი და ქვე იცოხნიდაო. ის ბუღა გორაზე ჭამდაო, მოვიდა ერთი ქორი, დაახტა ბუღას და, საცა თხა იცოხნიდა, იგი რქებშუა ჩადვაო. გამოიხედა იმან და გადიდარა თუ არაო და გამოხრული ბეჭი ჩაუვარდა თვალშიო. გააბა წივილ-კივილიო, დეეხმარა სოფელი და ორმოცი უღელი ხარ-კამბეჩებით ძლივს ამოუღესო. წამოვიდეს და ი ბეჭი სანახავად მოიტანეს სოფელში. გამიწდა ი ბეჭი და სოფელი აშენდაო, შარშან ზამტარშიდაო მოვიდა ერთი მელაო და გამოკრა კბილი და ეს სოფელი სუ გაანადგურაო. გამეეკიდა და მოკლეს ე მელაო და მეორე გვერდზე ვერ გადაატრიალეს და ქუდები გამოუვიდათ და ნახევარი ი ტყავი დარჩა, რომ ვეღარ გადააბრუნეს, იმ გვერდზეო. ერთი დედაკაცი მოდიოდა და ძახავდა გვრიჭს და მელიათან მივიდა და:— შეუტოვებია-ყე ე ტყავიო! — თქვაო და საძახი ტარით გადაატრიალაო. გაატყავა ცალი გვერდი და იმი შვილს გაუკეთა ქუდიო. მოვედი ახლა: ის მელა უფრო დიდი იყო, ის ქალი უფრო ღონიერი, თუ ის ორბიო, რომ წაიღო ვაციო, — ამისა გასარჩევათ გამომგზავნეს სოფელმაო. ამაზე დაცილდეს დევები: არაო ქალიო, არაო თხაო... დაცილდეს და წავიდენ და ერთ ღელეში ჩაიხურხლეს და ე ყმაწვილი გადარჩა და გამოიქცა და ისინი კი შეყვენ ცილობას და დაამტვრიეს ერთმანეთი. |
|
ავტორი - Administrator
|
სამი ძმები იყვნენ. ერთსა ჯუჯები ერქვა, მეორეს თემირბიი, მესამეს შიბიჟი. ისინი იყვნეს თის კაცები. ხადაოჯუხა ერქვა საჩერქეზოს ბატონს. წამოვიდნენ ორი ძმები სანადიროს — ჯუჯები და თემირბიი. გავიდნენ მინდორში და დაინახეს, ერთი შავათ რაცაღა იყო, სულდგმული იყო. ესროლეს ორივემ ისრები, გაფრინდენ ორივე წორა და მივიდნენ. დაუხვდათ გახავსული ქვა. |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ერთი ყაჩაღი იყო; არა იყო რა მისი გამძლე — თათარ შაუ. წავიდა და წაიყვანა ოცდაათი კაცი თანამტანად და ჩავიდენ ერთ ღელეში. უთხრეს: — გვიამბე რამეო! — მე რომ გიამბო, გეტყვიყე იმისთანას, რომ მომკლავთო. — მოუყვა-ყე: — მივდიოდით საყაჩაღოდ და ერთი ყმაწვილი დავინახეთ დიდ მინდორში და უნდა დამეჭიროს და გაგვეყიდნოს. რომ მოვიდაო —რა გინდაყეო? — ვერ დამიჭირავთო, არ შეგიძლია-ყე. — თათარ-შაუს დავეძებო! — რაზე დეეძებო, — უთხარიო. სახელგანთქმული კაცია და თელი საცხოვრებელი უნდა მივცეო. — მე ვარო! ჩამიდვა თავი უბეში და: — შენ მამა და მე შვილიო... დამეშვილაო; — მე წამოგყვებიო საყაჩაღოდო, — და ერთი ზღვი პირზე მიგვიყვანაო. სახში მივედით და იმან ასი ცხენი მიშოვნაო... იმ ღამეს ვიფიქრე. — მოვკლავ ამ ბიჭსაო! რომ მივედი მოსაკლავად, — მამაო, რატომ მოდიხარო. — შემრცხვენდაო; დავბრუნდიო! კიდე და სამჯერ ასეო... დილაზე მუხაქვეშ მჯდარა და ჩამოძინებია. ნაწილიანი იქნებოდა რაღაცა. დავაზილე თოფიო და მოხვდა გულშიო და მტაცა თოფნაკრავმა და დამაჯდა გულზეო. მოგვეხვიენ და : — რა მოგივიდა-ყეო? — მე მოვერევიო აგერო, მე შვილად მევექეციო და ამანაო თოფი მკრაო, მარა ძაღლი სისხლში დავისვრებიო... ეგერ ფართალია და შემსუდრეთო, მე ახლა მოვკვდები და ეს არ მომაკაროთო... აგი ნამდვილია და თათარი თუ იზამდა ამას, წყეული... მერე როცა თათარ-შაუ მოკვდა, წყალი ამოვიდა საფლავში და არ მიიღო მიწამ. დღესაც კდეშია შედებული და სუნი უდის... |
|
ავტორი - Administrator
|
|
დიაკონს ცოლი ყავს თავის სახლობაში. ვაჟი გამოუჩენია, შეიტყო და წავიდა. დაუხვდენ ყაჩაღები ცხრანი და დაიჭირეს. — არიქა, უთხრა-ყე, გამიშვით და ღმერთი მომცემს თავდებად, გამოვიარო. გაუშვეს, — აბა გაგვატყუებ, თუ არაო! ცოლიძმებს უთხრა. — ქალი უნდა წავიყვანო და ვაჟიცაო. წამოიყვანა და ერთი ხრმალიც წამოიღო და წამოვიდა. რომ მოაწია ი ადგილზე, აკავანა ქმარს მიაქ, — ახლა ე აკვანი შენ შეიდგი და გლახა ამბავი იქნებაო და არ შეგეშინოსო... — გამოდით, გზირნო, გამოდითაო, საომრად მოემზადენითაო, ერთი მე წავალ სამოთხეს, ცხრანი თქვენ დეემზადენითაო! — ვერარ გამოვიდენ შიშით. — წადი, წადი. ბეჟან ხარ, ჩიხთი ფოლადი, ყველგან გასხია კბილებიო, წახვალ და შინ დაიქადნი — ჭალას დავყარე ვირებიო! — შიშით ვეღარ გამოვიდენ. |
|
ავტორი - Administrator
|
|
ალაუგანი იყო ერთი კაცი, ნამეტარი ავი კაცი იყო, დედა ყავდა და უთხრა: — შვილი მიბერდება უცოლოდ და ვერავინ არის, ითხოვოსო? — რა ვიციო, მოხუცებულები შევიკრიბოთ და მოვახერხებთო. _ მოვიდენ და დასხდენ. — ისაო გულფიცხი კაციაო და პატარუკა ბაღანაები მოვიყვანოთ და კოჭაობის დროს ერთმა თქვას — მოხვდაო, მეორემ — არაო, დაცილდენო და, თუ არ მოხვედრიყოს, ალაუგანივით უცოლოდ დავრჩიო, თუ ვტყუოდეო. ამას ალაუგანი გაიგნებსო, იქ იქნებაო! — დაიწყეს კოჭაობა და: — მოხვდაო, — არაო, — თუ ვტყუოდეო, ალაუგანივით უცოლოდ დავბერდეო. — გაწითლდა და ადგა და წავიდა ალაუგანი. წავიდა ერთ მინდორში |
|
დაწვრილებით...
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ბეჟანი იყო გივიშვილი. თქვა, რომაო, მამას ეუბნებოდა: — ერთი ცხენი მათხოვე, რომა წავიდე და დევსა შევებაო! — არ უნდოდა რომ შებმოდეს და წასულიყვეს. ბეჟანი იტყოდა ტირილითაო, ვამე, არა მყავს ცხენიო, — მამაო, შენი ცხენითა დევსა შევებმიო. — შვილო, შენ რათ გინდა ჩემი ცხენიო, განა შენ არა გყავსო? — შენი ცხენი მიტომ მინდაო, ბევრთაგან გამოცდილიაო... მამა, მომეციო შენი ხრმალიო, წავალ და დევსა შევებმიო. — ჩემი ხრმალი შენ რათ გინდა, განა შენი არა გაქაო? — შენი ხრმალი მიტომ მინდაო, წამწამს გააქრობს ერთსაო და გამოცდილიაო... მამაო, მომეცი შენი ჯაჭვი, წავალ და დევსა შევებმიო. — შენი ჯაჭვი მიტომ მინდაო, ჯაჭვი ქამანდარი არისაო და გამოცემულება აქაო. — გაშალეო, შვილო, და აწ მოგიწაფავ ხელსაო. გათხოვებო იარაღებსაო და მოწყობილობასაო ჩემსაო. წასვლი დღესაო წინ დაგიხვდება ი შენ ბედნიერ დღესაო. ვილოცავ, შენს გამარჯვებას შევეხვეწები ღმერთსაო! — წავიდა, გაიტუმრა, მიცა თავისი იარაღობა. წაიკიდნენ დიდებულები. ლახტებს ურტყევდენ ერთმანეთსაო. დევსა რომ საკრავი მოხვდაო, მალე წაუვიდა ფერიო. დაცა, ბეჭი მოტეხა, შეაქნევია ღრიალი. იმას კაცი გაატანა. წადიო და გივის ახარეო, რომაო, დღესო გამარჯვება ჩვენიო და სამახარებლოს აიღეფო. — წავიდა, გივის ახარა. — დღესაო გივის ცხენმა იომაო, ზედ იჯდა ბეჟან მგელიო, გამარჯვება და სამახარებლო ჩვენიო. — სამახარებლო კი ნუ გიჭირსაო, თუ რომ ბეჟან მოდის მთელიო! — ახარა და დაამთავრა და მოვიდა მრთელი. |
|
ავტორი - Administrator
|
|
აბაზალები იყვნეს და ჩერქეზებს დაადვეს ბეგარა - ერბო. აბაზალების ფალავანდები ჩერქეზს ეჭიდებოდა. — სანემდი აგი დამცემს, მანემდის უნდა იხადოთო! — ახდევიებდენყე. ერთმა |
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|
|
|